Saleall.ge

ჩემი ანგარიში

UniView-ს ბრენდის შიდა გამოყენების უკაბელო (WiFi) კამერა დამატებითი ჭკვიანი ფუნქციებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია FullHD გაფართოების ვიდეო მონიტორინგი. კამერას გააჩნია 128GB-მდე MicroSD ბარათის (ბარათი არ მოყვება) მხარდაჭერა ვიდეო ჩანაწერებისთვის, თუმცა მისი დაკავშირება UniView-ს ბრენდის სხვა NVR-თანაც შესაძლებელია.

Uho-S1@EU-ის მთავარი მახასიათებლებია PT (Pan and Tilt), რომელიც გულისხმობს კამერის ხედვის მიმართულების შეცვლას ჰორიზონტალურად (0° ~ 355°) და ვერტიკალურად (-20° ~ 90°), ჩაშენებული ორმხრივი აუდიო (მიკროფონი და დინამიკი ორმხრივი საუბრისთვის), 10 მეტრამდე ღამის ხედვა.

ჭკვიანი ფუნქციები:

  • ადამიანის სხეულის ამოცნობა (Human contour detection)
  • ადამიანზე მიდევნება (Humanoid tracking)
  • ცხოველის ამოცნობა (Pet detection)
  • მანქანის ამოცნობა (Vehicle detection)
  • მოძრაობაზე მიდევნება (Motion tracking)
  • მოძრაობის ამოცნობა (Motion detection)

კამერის კონფიგურაცია ხდება მარტივად მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შესაძლებელია მისი განთავსება მაგიდაზე, თაროზე ან დამონტაჟება ჭერზე და კედელზე.

მახასიათებლები:

სენსორი: 1/3" ფერადი CMOS სენსორი, 2.0 მეგაპიქსელი
ლინზები: 3.6მმ@F2.0
ხედვის კუთხე: H (ჰორიზონტალური) 85°; V (ვერტიკალური) 48°; D (დიაგონალური) 100°
მინიმალური განათება: 0.01Lux
ღამის ხედვის მანძილი: 10 მეტრი
აუდიო: ორმხრივი აუდიო ინტერკომის მხარდაჭერით (ჩაშენებული მიკროფონით და დინამიკით)
უსადენო ქსელი: 2.4G Wi-Fi (IEEE802.11b/g/n), ინტეგრირებული ანტენა
DC კვება: 1 Micro USB ინტერფეისი, 5V/1A
SD ბარათი: 1 Micro SD ბარათის სლოტი
ღილაკი: 1 ფუნქციური ღილაკი
ზომები: 72 × 72 × 115 მმ
წონა: 180 გ
სამუშაო ტემპერატურა: -10° ~ 45°C